დაჯავშნა
აირჩიე თარიღი და შენი შეზლონგი
ჯერ აირჩიე სასურველი თარიღი, შემდეგ რუკაზე დააჭირე თავისუფალ შეზლონგს და დაასრულე ჯავშანი ონლაინ გადახდით.
⚠️ ჯერ აირჩიეთ ვიზიტის თარიღი, შემდეგ აირჩიეთ შეზლონგი.
თარიღის არჩევის შემდეგ დააჭირეთ თავისუფალ შეზლონგს რუკაზე.
ჩვენ შესახებ
ბუნებისა და სიმშვიდის ოაზისი
კრწანისის რეზიდენციის ღია საცურაო აუზი წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს თბილისში, სადაც ელეგანტურობა, კომფორტი და ბუნება ჰარმონიულად ერთიანდება. ღია ცის ქვეშ განთავსებული აუზიდან საოცარი ხედები იშლება მთებსა და გამწვანებულ ფერდობებზე.
კრისტალურად სუფთა წყალი, იდეალურად მოვლილი ტერიტორია, კომფორტული ლაუნჯ სავარძლები და მზის ქოლგები ქმნის საუკეთესო პირობებს ინდივიდუალური დასვენებისა თუ ოჯახური შეხვედრებისთვის.
ექსკლუზიური აქცია
ორნი მოდიხართ — იხდით ერთის ფასს
აქცია მოქმედებს ყოველდღე: ერთი შეზლონგიც 90 ₾-ია და ორი შეზლონგიც — 90 ₾. სამზე იხდით 180 ₾-ს, ოთხზეც 180 ₾-ს. მეგობარს თან მოიყვან და ორივე ერთის ფასად ისვენებთ.
შაბათ-კვირას ორი შეზლონგი — 120 ₾. აქცია არ ვრცელდება VIP მრგვალ შეზლონგებზე, რომლებიც ისედაც 2 სტუმარზეა გათვლილი.
ფასები და პირობები
ვიზიტის ღირებულება
ფასი დამოკიდებულია შეზლონგის ზონაზე და ვიზიტის დღეზე. ფასში შედის შეზლონგი და პირსახოცი.
სტანდარტული
№01–105 (მრგვალი VIP-ის გარდა) · 1 სტუმარი
- კომფორტული შეზლონგი
- პირსახოცი
- ფონური მუსიკა
VIP შეზლონგი
№33, 36, 39, 42, 45 · 2 სტუმარი
- ფართო მრგვალი შეზლონგი
- 2 პირსახოცი
- საუკეთესო ადგილმდებარეობა აუზთან
ინფრასტრუქტურა და კვება
ყველაფერი თქვენი კომფორტისთვის
კაფე
მყუდრო ზონა გემრიელი კერძების მისართმევად
ზედა ბარი
ცივი სასმელები ჩრდილში და გრილ ოთახში
ქვედა ბარი
კოქტეილები პირდაპირ აუზთან
კაფე და ბარი
ადგილზევე შეუკვეთავთ გემრიელ კერძებს და გააგრილდებით ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელებით.
გასახდელები და კარადები
სუფთა გამოსაცვლელი სივრცეები და ნივთების შესანახი ინდივიდუალური კარადები.
ვიდეო მონიტორინგი
უსაფრთხოების მიზნით აუზის ღია ტერიტორიაზე, ბარსა და კაფეში მიმდინარეობს უწყვეტი მონიტორინგი.
გალერეა
ზაფხული არის აქ



სტუმრობის წესები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კომფორტი
ჰიგიენა წყალში
აუზში ჩასვლა ნებადართულია მხოლოდ შეკრული თმით. თმაგაშლილი ბანაობა დაუშვებელია.
სასმელი და საკვები
აუზში სასმლის ჩატანა აკრძალულია წყლის სისუფთავის დასაცავად. სასმელით ისიამოვნეთ შეზლონგთან.
კვების ზონა
შეზლონგებთან საკვების მიღება აკრძალულია — ამისთვის გამოყოფილია კაფის სპეციალური ზონა.
გარედან შემოტანა
ტერიტორიაზე ნებისმიერი საკვებისა და სასმლის გარედან შემოტანა დაუშვებელია.
შინაური ცხოველები
აუზის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების შემოყვანა დაშვებულია მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით პატარა ზომის დეკორატიული ჯიშის შინაურ ცხოველებზე.
ინვენტარის დაცვა
კარადა-ლოკერის გასაღების დაკარგვის შემთხვევაში მოქმედებს ჯარიმა — 10 ₾.
VIP მრგვალი შეზლონგები
№33, 36, 39, 42 და 45 შეზლონგები გათვლილია 2 სტუმარზე — ფასი ორივე ადამიანს მოიცავს. მესამე სტუმრის განთავსება დაუშვებელია.
ერთი შეზლონგი — ერთი სტუმარი
სტანდარტული და ქვედა დეკის შეზლონგები გათვლილია 1 სტუმარზე. თითოეული სტუმრისთვის საჭიროა ცალკე ჯავშანი.
დააჯავშნე შეზლონგები
თარიღი: —